რეკლამა
კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო (R)
FaceBook
ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

"სერიოზული პრობლემაა მშენებლობების მტვერი, ასევე, უსაფრთხოების დაცვა - ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი და ძალიან პრინციპულები ვიქნებით, რომ მშენებლობების პროცესში გამოყენებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ხოლო ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული" - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

"მე არ ვარ მშენებლობების წინააღმდეგი, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ ჩვენს შვილებს ქალაქი არ დავუმახინჯოთ",  - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს.
თბილისის მერობის კანდიდატმა საბურთალოს ამომრჩევლებს სხვა პროგრამულ საკითხებზეც ესაუბრა და მათ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილი წარუდგინა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.