რეკლამა
ლადო ჯურხაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ მაჟორიტარობის კანდიდატ ია სულუხიასთან ერთად, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

"ვიცი, რომ უამრავი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება ის სიკეთები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში დაინერგა. ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება და საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად, ახალი პროგრამები იქმნება. მოსახლეობისთვის სერიოზული შეღავათია მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 დასახელების მედიკამდენტი მოსახლეობისთვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ლადო ჯურხაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

"ჩემი თხოვნაა, იყავით აქტიურები, მწვავედ დააყენეთ და ჩვენამდე მოიტანეთ თქვენი პრობლემები და გპირდებით, მე და ჩემი გუნდი არ დავიშურებთ ჩვენს რესურსს, დროსა და ენერგიას და ჩვენი ქალაქის, სოფლების, ქვეყნის წინსვლისთვის გვერდით დაგიდგებით", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიიცია  6 დეკემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობსითვის ემზადება.
ჭიათურელი 14 წლის დავით ჯაფარიძე კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შენგელია„ ქუთაისიპოსტთან“ საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ამ წუთებში, ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან, სადაც "ქართული ოცნება" აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა.
ამ წუთებში, ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან  ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.  ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციას მართავენ.
საქსტატის მონაცემებით, 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.  
ქუთაისიპოსტმა ხონის მუნიციპალიტეტში დისკუსია მოაწყო. შეხვედრას მოქალაქეები, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრენენ.