რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ბაზალეთის თემის ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვარლამ ჭიპაშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილი.

ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში შეკეთდა ამორტიზებული გზა. "ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბევრი სიკეთე მოვიდა მოსახლეობამდე, მოასფალტდა სოფლის გზა, ღარიხევში მოეწყო ბეტონის საფარი. ახლადრეაბილიტირებულ გზებზე გამართული და ქსელში ჩართულია გარე განათების სისტემა, სულ ახლახანს ბაზალეთში ჩაირთო ბუნებრივი აირი. ჩვენ მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მჯერა რომ მშენებლობის პროცესი ხარაგაულში მომავალშიც გაგრძელდება", - მიმართა სოფლის მოსახლეობას მერობის კანდიდატმა.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოფელ ქროლში ცენტრალური გზა მობეტონდება და სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.

"თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ღარიხევისა და ქროლის გაზიფიცირების საკითხზე. ქვეყანაში არსებული ვითარება, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტები და პროგრამები ჯნდაცვის, განათლების, ბიზნესის ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა ჭიპაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.