რეკლამა
კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

"ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შეტანილი და მის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული," - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, ქალაქის სხვადასხვა რაიონებს დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. მისივე თქმით, ქალაქს კიდევ 30-მდე საბავშვო ბაღი შეემატება, ხოლო თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური მუნიციპალური სპორტკომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეც შეხვდა, რომელიც ამომრჩეველს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას და გუნდთან ერთად თბილისის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას დაჰპირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.