რეკლამა
ირაკლი შენგელია: არ მინდა საკრებულოს წევრის კომპეტენციაზე ცრუ მოლოდინი გაჩნდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შენგელია ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

კანდიდატი შეხვედრაზე ამომრჩეველს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გარდა, საკრებულოს წევრის კომპეტენციაზეც ესაუბრა.

"ჩემი მიზანია, საკრებულოს წევრის კომპეტენციის შესახებ ამომრჩევლამდე ინფორმაცია მივიტანო, რათა ცრუ მოლოდინი არ გაჩნდეს. გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ მათი უფლებების შესახებ და რა უნდა მოსთხოვონ მათ მიერ არჩეულ საკრებულოს წევრს. გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი შენგელია ის კანდიდატი არ იქნება, რომელიც პრობლემებს გაექცევა", – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა იმ შეკრებაზე მივიდეს, რომელიც ამომრჩევლის ინიციატივით ჩატარდება.

"სასიამოვნოა, როდესაც ამომრჩეველი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ბინის მცხოვრებლებს ჩემთან შეხვედრა სურთ. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე გაიმართა ასეთი შეხვედრა, რომლის ინიციატორი თავად ბინის მცხოვრებლები იყვნენ. მსგავს ინიციატივებს სიამოვნებით მივესალმები. ჩვენი შტაბის კარი გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებისთვის ყოველთვის ღიაა", – აცხადებს ირაკლი შენგელია.

"ქართული ოცნების" გამარჯვების ოლქის შტაბი გამსახურდიას #13–ში მდებარეობს და იგი 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების
უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი
წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში
მონაწილეობას სთავაზობს.
12:01 / 09.12.2020

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

ორი თვის გოგონასათვის ვეძებთ
ძიძას ქუთაისში.
07:24 / 23.10.2020

ორი თვის გოგონასათვის ვეძებთ ძიძას ქუთაისში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.