რეკლამა
რიმა ბერაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას კარდაკარ ხვდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.
რიმა ბერაძე დღეს, ქურდიანის შესახვევისა და ზაზიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და თითქმის ბევრი შიდა ქუჩა. გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული," - განუცხადა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატმა.
რიმა ბერაძემ ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო.

"სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ვნერგავთ და ვაუმჯობესებთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. კახა კალაძის მიერ გაცხადებული "ქართული ოცნების" სოციალური პოლიტიკა ის რეალური გეგმაა, რომელიც ჩვენს ქალაქში შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას და მათი ცხოვრების პირობებს უკეთესს გახდის" - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.