რეკლამა
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება (R)
FaceBook
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება იქნება, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება.

მისი თქმით, დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულად შემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

"დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება. ესენია: მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა და მარშალ გელოვანის ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირის და ვასილ გოძიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; ვაკე-საბურთალოს რაიონში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; გმირთა მოედნის მიმდებარე გზის გაფართოება; ვაკე-საბურთლოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; კრწანისის რაიონში ქვედა და ზედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და სარკინიგზო გამტარი გვირაბი; ვაკის რაიონში, მდინარე ვერეში, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება.

ხმალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება.

"ავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროგრამას განვახორციელებთ. პრაქტიკულად, 700 ერთეულამდე ავტობუსის ჩანაცვლებას მოვახდენთ, რაშიც 260 მლნ ლარამდე დაიხარჯება", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ეტაპობრივად ჩანაცვლებაა, რომლის მიმართულებითაც, არაერთი წამახალისებელი პროგრამა განხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.