რეკლამა
ხარაგაულის მეროგის კანდიდატი სოფელ კიცხისა და ბორის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ კიცხისა და ბორის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ყურადღება გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოფელი მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ცხრა თვის წინ, როცა ნდობა ერთხელ უკვე გამომიცხადეთ, მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა ავირჩიეთ და კიცხის თემში ჯამში, ხუთი კილომეტრამდე გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. ჩემი მერობის შემთხვევაში, ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხარაგაულის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვა.

"გასული ცხრა თვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკოლოზ თოფურიძის მერად არჩევის შემთხვევაში, ხარაგაულში მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები განხორციელდება. სახელმწიფო რეგიონებს და მათ განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. ძალიან მალე, ეს სიკეთეები ყველა თქვენგანს შეეხება", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.