რეკლამა
ხარაგაულის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს .

მერობის კანდიდატი, ხარაგაულის საკრებულოს დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა.

ნიკო თოფურიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პატარა ხარაგაულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა მოწესრიგდება, ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ბავშვებისთვის გასართობი მოედნები მოეწყობა.

"დიდ ყურადღებას მივაქცევთ ასევე, სხვადასხვა სტიქიური თუ მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენას. ამ კუთხით ძალიან ბევრი განცხადება შემოდის. ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი პრიორიტეტი იქნება", - აღნიშნა ნიკო თოფურიძემ.

მერობის კანდიდატმა ყურადღება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.