რეკლამა
ვაზისუბანში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა (R)
FaceBook
ვაზისუბანში დღეს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.
როგორც შტაბის გახსნაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, ის კენჭს იმ უბანში იყრის სადაც გაიზარდა და აქედან გამომდინარე, უბნის საჭიროებებსა და პრობლემებს კარგად იცნობს.

"დღეს ჩვენ გავხსენით საარჩევნო შტაბი, რომლის კარი მუდამ ღია იქნება ვაზისუბნისსა და მერვე ლეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც მათი პრობლემების შესახებ მოისმენენ, რათა ეს პრობლემები ჩვენი გამარჯვების შემდეგ მაქსიმალურად მალე იყოს აღმოფხვრილი.

ჩემთვის ეს უბანი უცხო არ არის, მე აქ ვარ გაზრდილი, აქ ვცხოვრობ და შესაბამისად, ყველა იმ პრობლემისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც აქ არსებობს, თითქმის სრულად ვარ ინფორმირებული. ჩემი გამარჯვება იქნება წინაპირობა იმისა, რომ თითოეულ ვაზისუბნელსა და მერვე ლეგიონელს ეყოლება წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში, რომელთანაც 24 საათიან რეჟიმში ექნება კომუნიკაცია და რომელიც მათი ინტერესების დამცველი იქნება.
გუნდთან ერთად, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, ვგეგმავთ ბევრი ისეთი პროექტის განხორციელებას, რაც ვაზისუბნის მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება ცხოვრების გაუმჯობესებაში და ჩემი წარსულიდან თუ გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ამომრჩეველს ხმამაღლა ვუთხრა, რომ საქმით მოვდივარ"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.