რეკლამა
ნიკო თოფურიძე: ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენა იქნება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თოფურიძე ხარაგაულის დაბის მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს იფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სკვერების რეაბილიტაციას დაპირდა.

"დიდ ყურადღებას მივაქცევთ სტიქიური თუ მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენას. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს და ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება" - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკო თოფურიძემ.

მოსახლეობასთან საუბრისას მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას და ადგილობრივებისთვის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს -
კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
14:20 / 17.09.2026
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი —
ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს,
ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას
უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც
საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის
მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
10:55 / 03.09.2026
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი — ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს, ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.