რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე დაბა ხარაგაულის ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა გოგოლაძე წარუდგინა.
თოფურიძემ მოსახლეობას "ქართული ოცნების" გუნდის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
"ჩემი მერობის შემთხვევაში, პირობას გაძლევთ, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დარწმუნებული ვარ, ეს პარკი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილი ჩვენის მუნიციპალიტეტში", - განუცხადა მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს.

მოსახლეობასთან საუბრისას ფოთურიძემ ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში. მისი თქმით, აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს კულტურისა და სპირტის განვითარებას, რათა ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ.
"ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს საკუთარ ადგილს, ეს ტენდენცია დაწყებული აქვს მმართველ გუნდს და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ხარაგაულის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.