რეკლამა
კახა კალაძე დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერიობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
"მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერიობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე", - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

"მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორია, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთსთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.