რეკლამა
კახა კალაძე: „უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია“ (R)
FaceBook
"პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრება სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრება" - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

კახა კალაძე ფედერაციების საჭიროებებს გაეცნო და ხაზი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას გაუსვა.
"მაქვს შესაძლებლობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები ერთად მივიტანოთ ცენტრალურ მთავრობასთან, სპორტის სამინისტროსთან. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია არ იყოს, თუმცა მე მზად ვარ, მთავრობასთან ერთად გავიარო ყველა პრობლემატური საკითხი. ვილაპარაკოთ ამაზე, წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროექტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, ასაკის მიუხედავად. შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია და უკვე ასაკშიც გვეხმარება" - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

"ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი," - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა, გამონაბოლქვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.
შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.