რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ნიკოლოზ თოფურიძემ პირველი შეხვედრა ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა. კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატმა აღნიშნული თემის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ თაბუკაშვილი წარუდგინა.

მერობის კანდიდატი ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - ახალსოფელის, ღუდუმექეთის, ფარცხნალისა და ისლარის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ესაუბრა.

"გზა ყველა სოფელს - ეს არის ჩვენი დევიზი და ამ კუთხით უკვე დიდი სამუშაოები გავწიეთ. 26 სოფელში ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზებს კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ხიდებს, ხიდბოგირებს, როგორც საავტომობილოს, ასევე საცალფეხოს, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოვაწყვეთ გაბიონები და საყრდენი კედლები. პრიორიტეტი ინფრასტრუქტურას მივანიჭეთ, რადგან გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე სოფლის განვითარებისთვის.

ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, იმ გუნდთან ერთად, რომელიც გვერდით მიდგას გავაგრძელებთ მუშაობის ტემპს, რომელიც აღებული გვაქვს. სერიოზულ ყურადღებას მივაქცევთ სასმელი წყლის პრობლემებს სოფლებში, გაზიფიცირების საკითხს, ისევ აშენდება საბავშვო ბაღები, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ ხარაგაული" - აღნიშნა შეხვედრებზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.