რეკლამა
კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. დიდუბის მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნებიდან" თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე იბრძოლებენ.

კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფასადებსა და აბრებზე ქართული ანბანის გამოყენებას მიექცევა. ამ კონტექსტში მან განახლებული აღმაშენებლის გამზირის მაგალითი დაასახელა.

"ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით.

ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა",-განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი ეკოლოგიის არსებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეკოლოგია ვერ მოწესრიგდება მხოლოდ ერთი პროექტით.

"ეს საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში ვუზრუნველყოფთ ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებას. განხორციელდება "მუშტაიდის ბაღი"-ს სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს 1400-მდე სკვერისა და პარკის მოვლას. ასევე რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი და შეიქმნება ახალი მწვანე ზონები",-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო პოლიტიკას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაიზრდება დედაქალაქში არსებული სამარშუტო ხაზების რაოდენობა, ხოლო მუნიციპალურ ტრანსპორტს 700-მდე ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ავტობუსი დაემატება.

დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიწის გასხვისების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სწორედ "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.