რეკლამა
„მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქუთაისის მომავალს“ - ირაკლი შენგელია კამპანიას იწყებს (R)
FaceBook
"მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქუთაისის მომავალს" – ამ სლოგანით გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში, ირაკლი შენგელია, კამპანიას იწყებს.
"შემომიერთდით შეხვედრებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყობ გამარჯვების ოლქში და გაიგეთ მეტი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ. ასევე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ჩემს სოციალურ ქსელს facebook-ში და გაეცნოთ კონკრეტულ დაპირებებს, რომელიც ქუთაისის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის" – მიმართავს შენგელია მოსახლეობას, რომელსაც არჩევნებზე მოსვლისკენ და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

"მოქალაქის როლი და მათი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დიდი მნიშნელობის მატარებელია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქუთაისის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. პირველი ჩართულობა ქალაქის განვითარებისთვის არის არჩევნებზე მოსვლა და ხმის მიცემა ქუთაისის მომავლისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის უზრუნველყოს ქუთაისის უკეთესი მომავალი და მე მზად ვარ ვიყო გამარჯვების ოლქის აქტიური ხმა საკრებულოში" – აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.

შენგელიას თქმით, 2018 წლიდან ქუთაისში იქნება 18-24 საათიანი წყალმომარაგება. ადმინისტრაციული ერთეულების ბაზაზე შეიქმენა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, რომლებშიც ქალაქის მაცხოვრებლები საკუთარ სახლთან ახლოს, "ერთი ფანჯრის პრინციპით" მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რომელთაც მათ ხელისუფლება სთავაზობს. დაინერგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე სისტემა.

კანდიდატი კაპანიის "მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქუთაისის მომავალს" ფარგლებში, ადგილობრივებს ყოველდღიურად შეხვდება. დაგეგმილია ასევე სხვადასხვა სახის აქტივობები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო)
მცხოვრები პოლონური წარმოშობის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის
შეგროვება.
14:58 / 06.10.2025
მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) მცხოვრები პოლონური წარმოშობის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
ქუთაისში, შარტავას ქუჩა №2-ზე, ახლიდან გაიხსნა მყუდრო და კომფორტული
სასტუმრო „მაქს კომფორტი“, რომელიც სტუმრებს სთავაზობს განახლებულ
გარემოსა და სტუმართმოყვარე მომსახურებას.
19:10 / 09.08.2025
ქუთაისში, შარტავას ქუჩა №2-ზე, ახლიდან გაიხსნა მყუდრო და კომფორტული სასტუმრო „მაქს კომფორტი“, რომელიც სტუმრებს სთავაზობს განახლებულ გარემოსა და სტუმართმოყვარე მომსახურებას. "
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.