რეკლამა
მირიან ქათამაძე: ქობულეთი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება, რასაც გაბედული იდეები და პროფესიონალების გუნდი სჭირდება
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარველოს" ქობულეთის მერობის კანდიდატი, მირიან ქათამაძე, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენას მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის გამოცხადება მშობლიური მუნიციპალიტეტის წინაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
როგორც ქათამაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც გაბედული იდეები სჭირდება და რასაც ასევე გაბედული და კავალიფიციური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი განახორციელებს.

"ჩემი ქობულეთელების მხარდაჭერით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი მაქსიმალურად შეუქცევადი გახდეს. ქობულეთი იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორია "ძლიერი თვითმმართველობა, ძიერი საქართველოსთვის", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მირიან ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.