რეკლამა
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით (R)
FaceBook
"არ მოვდივარ ცარიელი ხელებით, მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს მიმართულებები, პირველ რიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება.

ბათუმის მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოლოდინებს გაამართლებს და ბათუმის განვითარებისთვის ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.