რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში გოჩა მელაძე იქნებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, "ქართული ოცნება" ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულება
უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების
სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სამედიცინო
სტანდარტების შესაბამისად.
14:22 / 24.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულება უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.