რეკლამა
"პაატა ნადირაძის სახით ჩვენმა გუნდმა უძლიერესი მერობის კანდიდატი წარუდგინა ჭიათურას" (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან" ჭიათურაში მერობისთვის პაატა ნადირაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატი დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და "ქართული ოცნების" სახელით, მმართველი გუნდის წევრმა მარიამ ჯაშმა თანაქალაქელების წინაშე წარადგინა.

"პაატა ნადირაძის სახით ჩვენმა გუნდმა უძლიერესი მერობის კანდიდატი წარუდგინა ჭიათურას.მას 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მისი ეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი ყოველთვის ჭიათურასთან გახლდათ დაკავშირებული. ის ყველა საკითხს ზედმიწევნით კარგად იცნობს და მჯერა, რომ არსებულ პრობლემებს დაძლევს და 4 წლის შემდეგ ქალაქი უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისათვის და იმისათვის, რომ მისცა შანსი, ემსახუროს თავის ქალაქს. მან ასევე მადლიერება გამოხატა ამომრჩევლების მიმართ და შეკრებილებს ის პროექტები გააცნო,რომლებიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად განხორციელდება, რადგან ყველა მათგანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჭიათურისთვის.

შეხვედრის ბოლოს მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკრებულოს 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გააცნო. კანდიდატების წარდგენას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ესწრებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.