რეკლამა
კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა.
კახა კალაძის განცხადებით, ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა იგეგმება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ ინფრასტრუქტურას და სარეკრეაციო ზონებს მოიცავს. გარდა ამისა, რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოხდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროსადგურების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ტექდათვალიერების შემოღებას.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მერია იზრუნებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
კახა კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ თბილისის რაიონებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები მოეწყობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გლდანის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გულია გოცირიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე და გიორგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.