რეკლამა
კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები - მზად ვართ, გავიზიაროთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა, მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით.

"ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ხედვები - ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.

რუსთაველის გამზირზე, პარტია "ქართლული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქალაძე უხელმძღვანელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.