რეკლამა
კახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო.
მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გამართა. კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს.

მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს.

"ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და "მზიური" საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს.

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.

კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველი თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისის იერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს.

მოსახლეობას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც შეხვდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.