რეკლამა
კახა კალაძე: თბილისის მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პროგრამული ხედვის წარდგენისას ქალაქის მართვის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება.
კალაძის თქმით, ასევე, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშ-ვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება.

მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა.

მერობის კანდიდატმა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მისივე თქმით, მთავრობასთან კოორდინაციითა და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს.

"არსებული ბიუჯეტით, რომელიც მერიას გააჩნია, მერწმუნეთ, შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რაზეც ვსაუბრობთ და გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ, მთავრობასთან მოგვიწევს მუშაობა, რათა მოვახერხოთ ბიუჯეტის გაზრდა, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა კალაძემ.

მართვის პოლიტიკის განსაზღვრისას მერობის კანდიდატი პროცესში ხაზს უსვამს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი პარტია "ქართული ოცნების", ან კონკრეტულად რომელიმე სუბიექტს არ ეკუთვნის - ის ქალაქში მცხოვრები თითოეული მოქალაქისაა. შესაბამისად, ქალაქის განვითარებასა და მართვაში მათი ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია.
"მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაიხვეწება თბილისელების მონაწილეობის მექანიზმები. დაინერგება მათი მონაწილეობის ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზეც, თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული", - განაცხადა კალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.