რეკლამა
კალაძე: ღამის ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს (R)
FaceBook
ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც.

"სამწუხაროდ, დღეს ქალაქს ერთიანი ეკონომიკური ხედვა არ აქვს. ამიტომ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად ჩამოყალიბდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელიც საფუძვლად ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას დაედება. ასევე, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მოხდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია და ეკონომიკური მიზნებისთვის მისი მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

კახა კალაძემ ეკონომიკის პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღება ასევე, ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით, სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.

"ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს", - განაცხადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

"იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება. მიხარია, რომ ყოველწიურად ტურისტული ნაკადი ჩვენს დედაქალაქში იზრდება, თუმცა მეტი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.