რეკლამა
კალაძე: „თბილისის რიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება“ (R)
FaceBook
თბილისის რიონებში აშენდება ახალგაზრდობის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში, ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მომავალ წელს გაგრძელდება როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ბაღების მშენებლობა.

"2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა - საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას" - აღნიშნა კახა კალაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს -
კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
14:20 / 17.09.2026
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი —
ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს,
ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას
უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც
საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის
მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
10:55 / 03.09.2026
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი — ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს, ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.