რეკლამა
კახა კალაძე: „მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას“ (R)
FaceBook
მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, ეკოლოგიურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, მზიურის, ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკის და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა:

"თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მოწესრიგდება ნაგავსაყრელები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. მკახა კალაძე აღნიშნავს, რომ ასევე, ითანამშროლებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე და რეკრეაციული დანიშნულებით მის გამოყენებაზე.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.