რეკლამა
კახა კალაძე: ვიმუშავებთ იმაზე, რომ თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს (R)
FaceBook
თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"დღეს სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქცია. დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება.

კახა კალაძის განცხადებით, ასევე, თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე ტიპის კომფორტული ავტობუსებით განახლდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოში მოვახერხოთ და თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საცობებსა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, სპეციალური პროგრამა ამუშავდება.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა მუდმივ რეჟიმში მოხდება.

"გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები; მოწესრიგდება პარკირების სისტემა; მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურა; ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით აქვს ნამუშევარი, ჩატარებულია კვლევა და უკვე გვაქვს სრული სურათი, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი უნდა განხორციელდეს თბილისში. არჩევნების შემდეგ ამ პროექტის განხორციელებისთვის მუშაობას აუცილებლად დავიწყებთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.