რეკლამა
არჩილ გოგსაძე: "მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ძლიერი საქართველოს შენების პროცესში გამოვიყენოთ" [R]
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე იქნება. ის იმერეთის რეგიონის მერობის დანარჩენ 11 კანდიდატთან ერთად, დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" გუნდსა და მთავრობას მის მიმართ გაცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი "ქართული ოცნების" გუნდს, პრემიერსა და მთავრობას იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც მერობის ყველა კანდიდატს გამოგვიცხადა. ვაცნობიერებთ ამ დიდ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ძლიერი საქართველოს შენებაში მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

რაც შეეხება, მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების პრობლემას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ტურიზმსა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის დროულ გადაწყვეტას დაეთმობა.

"პირველ რიგში, ეს არის დასაქმების პრობლემა, რისთვისაც მზად ვართ, რომ ყველა ის რესურსი, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა დავკლიოთ. ასევე, გაგრძელდება ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მომავალში იგეგმება კიდევ ახალი პროექტები, რომელიც ქვეყნის სიძლიერეს შეუწყობს ხელს", - აღნიშნა არჩილ გოგსაძემ.

მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობა აქტიური იქნება და დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილა დღეს, იმერეთის რეგიონის მერობის 12 კანდიდატი წარადგინა.

ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.