რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძემ წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლისადმი მიმართვით დაასრულა (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ წინასაარჩევნო კამპანია საკუთარი ამომრჩევლისადმი მიმართვით დაასრულა.

3 დღეა ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მის მხარდამჭერებს, პარლამენტის დეპუტატებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ყველა ოჯახში შეაქვთ კანდიდატის ღია წერილი ამომრჩევლისადმი. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

-"ჩემო მცხეთელებო და მცხეთის რაიონის მკვიდრნო! მსურს მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისთვის. 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველა ერთად ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს. "ქართულმა ოცნებამ" დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოს გამარჯვებაა.

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სიმტკიცისთვის და თავდადებისთვის, რაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ გამოიჩინეთ. ყოველთვის მჯეროდა, რომ მცხეთელები არ გაიყიდებოდნენ. ცდუნებას გაუძლო რაიონის მოსახლეობამაც. თქვენმა სიმტკიცემ გადაარჩინა ქალაქ მცხეთისა და რაიონის მომავალი! ჩვენ გავიმარჯვეთ და არჩევნების მეორე ტურში ეს გამარჯვება საბოლოოდ უნდა გავაფორმოთ! უმორჩილესად გთხოვთ,

არ მოტყუვდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, არ დააბრუნოთ ჩვენი ქალაქი და რაიონი წარსულში. იმ კორუმპირებულ გუნდს, რომელსაც თქვენ ერთხელ უკვე უთხარით უარი, არ მისცეთ თქვენი ქონების ხელმეორედ მიტაცების უფლება. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი კუთხეა და ჩვენვე უნდა მივხედოთ. მერწმუნეთ, დეპუტატობას ჩემთვის არანაირი პირადი სარგებელი არ მოუტანია. შემდგომი 4 წელიც მხოლოდ თქვენთვის მინდა ვიღვაწო. რასაც დაგპირდით, ყველაფერს შეგისრულებთ. მესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ, მე ჩემი ქალაქის და ყველა სოფლის ტკივილი ვიცი. ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თქვენი ტკივილი შევამსუბუქოთ.

გვენდეთ ხელისუფლებას! ჩვენ არასოდეს გვიღალატია სამშობლოსთვის! შეცდომები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ არა მტრული და დამღუპველი. "ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის თქვენთვის სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვეღარ შეგვიშლიან ხელს და მოგვეცემა საშუალება ჩვენი დანაპირების სრულად შესრულების. ამისათვის "ქართული ოცნების" უკლებლივ ყველა კანდიდატმა უნდა გაიმარჯოს მეორე ტურში.

მოდით არჩევნებზე! კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ მხარი მმართველ პარტიას და მის კანდიდატს - დიმიტრი ხუნდაძეს! კიდევ ერთხელ გვენდეთ თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. არ შეაჩეროთ ჩვენი ქალაქის და რაიონის წინსვლა! არ მისცეთ უფლება, კიდევ ერთხელ შელახონ მცხეთის წმინდა მიწა! 30 ოქტომბერი ჩვენი ღირსების ტესტია!",- წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.