რეკლამა
გიორგი კოპაძე - მოსახლეობა 30 ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ახალქალაქი - ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაესწრნენ.

მათ ქალაქ ვალეს მოსახლეობას გიორგი კოპაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი კოპაძემ შეხვედრისას განაცხადა, მოსახლეობა 30 ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს.

"30 ოქტომბერს მეორე ტურია! 30 ოქტომბერს თქვენი ხმა იგებს! თქვენ თავად განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს! "–აღნიშნა მან.

დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და გოჩა ცოფურაშვილი ვალის დასახლებაში არსებულ პრობლემებს პირადად ადგილობრივებისგან გაეცნენ.

პრობლემათა დიდი ნაწილი უკვე არის გათვალისწინებული 2017 წლის პროგრამებში, რომელთა განხორციელების შედეგად სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ადგილობრივებმა ვალეში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯანდაცვის მინისტრი ვალელებს სამედიცინო ცენტრის გახსნას დაჰპირდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.