რეკლამა
გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.

იოსებ მაკრახიძემ თითოეულ გორელს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას არჩევნებში მისვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს. ჩვენს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ეს იქნება არა რომელი პოლიტიკური სუბიექტის, არამედ თითოეული გორელის გამარჯვება, რადგან ჩვენ ერთად დავგეგმავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს. მჯერა, ერთად დგომით ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობის გარანტი იქნება. მე გპირდებით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენს ქალაქში განხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, თუ სპორტული პროექტები. ჩემთვის უმთავრესია თქვენი ჩართულობა ქლაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რამეთუ მე ვიქნები თქვენს მიერ არჩეული და მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი",-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.