რეკლამა
დავით სონღულაშვილი - სწრაფ განვითარებას ინფრასტრუქტურის მოგვარებით დავიწყებთ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფლების გურჯაანისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა მოსახლეობასთან ერთად პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას სოფლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

"გურჯაანში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. გაცილებით მეტის გაკეთება შემდეგ 4 წელში უნდა შევძლოთ," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ზემო კაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტრულ პრობლემებზე დაისვა. დავით სონღულაშვილის თქმით, მომავალ წელს დასრულდება ცენტრალური გზის მოასფალტება, სკოლისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აუცილებელია, რადგან ჩვენც ვიცოდეთ რას აკეთებს ხელისუფლება და მათაც ჩვენი საკითხები დროულად მივაწოდოთ,"- აღნიშნა ზემო კაჭრეთის მცხოვრებმა გივი არუთინაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია,
რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს, უმეტესად პასიურ
მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ვირუსი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს
იწვევს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა იმუნური სისტემა
დასუსტებულია.
19:25 / 08.07.2025

ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს, უმეტესად პასიურ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ვირუსი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია.

გარემოს
ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება
12:02 / 10.06.2025

გარემოს ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.