რეკლამა
დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ამ საქმეში პროფკავშირების როლის გაზრდა იყო. პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.

"ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა,"- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დააანონსა. ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,"- აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.