რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის ამომრჩეველს მიმართავს (R)
FaceBook
მცხეთის საარჩევნო შტაბში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და თავის მამორჩეველს წინასაარჩევნოდ მიმართა.

"არჩევნებამდე დარჩა ერთი დღე და მსურს სწორედ საარჩევნო კამპანიის მიწურულს მივმართო ჩემს ამომრჩეველს, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის მოსახლეობას:

მცხეთაში საარჩევნო კამპანია მთელი ამ ხნის მანძილზე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხელისუფლების სურვილია, რომ ხვალ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ამისათვის სრულ მზადყოფნაშია მცხეთის საარჩევნო შტაბიც. ჩვენი მხრიდან წესრიგი და კანონმორჩილება როგორც ყოველთვის, გარდაუვალია.

დღეს, ისევე როგორც 2012 წელს, კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ან ვაგრძელებთ წინსვლას კეთილდღეობისთვის, ან არადა ვბრუნდებით წარსულში. იმ წარსულში, რომლის გახსენებაც თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ ტკივილის მომგვრელია. საქართველო და მათ შორის მცხეთაც, ჩვენ ვიხსენით ძალადობისგან, კორუფციისგან, ადამიანების ჩაგვრისგან. მე მჯერა, რომ თითოეული მცხეთელი ხვალ, საარჩევნო ყუთებთან კარგად გაიაზრებს ამას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

მსურს მადლობა გადავუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემთან შესახვედრად გამოვიდა. იმათაც, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ მათი პოზიცია ჩემთვის ცნობილია. შევეცადე, თითოეული მათგანისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა. გპიდებით, რომ მომავალ 4 წელიწადში ისევე შევასრულებ ჩემს სიტყვას, როგორც გასულ პრიოდში.

რაც შეეხება წისასაარჩევნო დღეს მცხეთაში, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები ცდილობენ ხალხის მოსყიდვას ფულით. შესაბამისი ორგანოები როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე დგანან და მჯერა, რომ ოპონენტების მცდელობა, ფულით იყიდონ ხალხის ხმები, ფუჭად ჩაივლის.

ბოლოს, მივმართავ როგორც ჩემს ამომრჩეველს, ასევე ოპონენტებს. ხვალ თითოეული ჩვენგანი ვაბარებთ ტესტს მოქალაქობრივი აზროვნების. ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით არ სრულდება, ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით იცვლება. გპირდებით, რომ ეს იქნება მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.