რეკლამა
შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა (R)
FaceBook
ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა და 3 მედალი მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში. სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს. მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა. ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის ჩემპიონატზე", - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ მახარაძე.

"ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ", - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.