რეკლამა
ვანსა და ხონში 2017 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება (R)
FaceBook
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას "ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს მიწის უფასო რეგისტრაციის შესახებ ესაუბრა და მათ ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დარეგისტრირებისთვის არის აუცილებელი. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თეა წულუკიანმა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

"იუსტიციის მინისტრმა დღეს თავად ამცნო მოსახლეობას, რომ ვანსა და ხონში საზოგადოებრივი ცენტის მშენებლობა იგეგმება, სადაც მათ საშუალება ექნებათ სამასზე მეტი სერვისის მომსახურება მიიღონ.მოსახლეობისთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ," -  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.