რეკლამა
გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო (R)
FaceBook
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ღვინის ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტი გიორგი სამანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და მცირე ოჯახური მარნების მიერ დამზადებული ღვინოები.

„მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიცაზიის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ეს სფერო, ტრადიციასთან ერთად, ოჯახების შემოსავლის წყაროა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის ხელშეწყობას. ამოქმედებული პროგრამები და გახსნილი ღვინის ქარხნები, გასაღების ახალი ბაზრები, საერთაშორისო გამოფენები შედეგს აუცილებლად გამოიღებს“- განაცხადა გელა სამხარაულმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია, ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.