რეკლამა
გოჩა ენუქიძე და ზაზა სოფრომაძე ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გოჩა ენუქიძემ რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ყველა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი შრომა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მოსახლეობა ნდობას უცხადებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი მის ხელთ არსებულ ბერკეტს მიმართავს სწორად და მიზანმიმართულად. მჯერა, 8 ოქტომბერს რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ და მართებულ არჩევანს",-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.