რეკლამა
დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინიტრთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრები სოფელ ჩუმლაყსა და გურჯაანში ადგილობრივ მედიკოსებთან შედგა.

დავით სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ძირითადი აქცენტი სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებასა და ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე გააკეთა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშა, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო სრულიად აფინანსებს. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხელახლა შესასწავლია, რადგან სისტემის მუშაობისას სერიოზული ხარვეზები იკვეთება.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ამბულატორიების სტატუსების განსაზღვრას, კომუნალური გადასახადების გადახდის პირობებს, უწყვეტი სამედიცინო განათლების, სოფლის ამბულატორიების ინვენტარით აღჭურვასა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

"შეხვედრებზე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ პრობლემებზეც. ძირითადად, სოციალური დახმარების გაცემის სისტემასადა ხარვეზებზე. დავით სერგეენკოს დაპირებაა, რომ სოციალური დახმარების გაცემის სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწება და ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.