რეკლამა
"ჩემი საქართველო აქ არის" - აქცია ენგურის ხიდზე (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ.

მათ ადგილზე ანთებული სანთლებით სიმბოლურად წარწერა: "ჩემი საქართველო აქ არის" გამოსახეს.

აქცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

"ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ, რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ, შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის", - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ქადარიამ.

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ, 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.