რეკლამა
ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო (R)
FaceBook
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით.

ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება.

"ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.