რეკლამა
ოთარ დანელიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების" აბაშის ორგანიზაციის 15-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ დანელიას პარტია "თავისუფალი დემოკრატების აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრა მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

"ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებს" ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რიგები და "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო,"-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი.

"ამ ადამიანებმა გადადგეს გონივრული ნაბიჯი, რაც მათი პრაგმატული აზროვნების ლოგიკური შედეგია და ამავე დროს, გაგრძელება იმ კეთილი საქმეებისა რასაც "ქართული ოცნება" ბატონ ოთარ დანელიასთან ერთად გეგმავს აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში,"- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.