რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი – ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას (R)
FaceBook
"ორი კვირა გავშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, ამ არჩევნებმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას "ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში მიღწეული ძალიან დიდი გარდატეხა იყო თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში."

"არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, ეს არის ის, რაც მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის, გმირული ნაბიჯის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა

"ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე, ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ, ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე, შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი მონაპოვარია ისიც, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მიექცა ყველაზე დიდი ყურადღება .

"ყველაზე დიდი რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ქონდეთ საფიქრალი, ბინა გასაყიდი, დასაგირავებელი , როცა მათ ოპერაციის გაკეთება ჭირდებათ. თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წამოიწყო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და ოჯახი არჩინო. უამრავი პროგრამა არსებობს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისთის - გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, დანერგე მომავალი მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად და ასე შემდეგ . ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში დიდი რესურსი დაიხარჯა. ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე.





"ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ სითბო გვეჩვენებინა ჩვენი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა 2012 წელს ახალი მთავრობის მხრიდან . რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაშია მიღწეული, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ქვეყნის განვითარების პროცესი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში. სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი, ოთხ წელზე გათვლილი გეგმა, რომელის დასრულებისას მივიღებთ თვისობრივად განვითარებული ქვეყანას, ხარისხობრივად განსხვავებული განათლების სისტემით, განახლებული და განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტურქტურით და მმართველობითი სისტემით, რომელიც იქნება ადამიანზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუ რა გვჭირდება ჩვენ რეგიონებში",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სწორედ ამ ყველაფრისთვის გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სიმშვიდე.

"არ შეიძლება, საზოგადოება მუდმივად იყოს დაპირისპირების რეჟიმში. ჩვენ ვადევნებდეთ თვალ-ყურს, რომელმა პოლიტიკოსმა რომელი დაჩაგრა. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნელ-ნელა მიდის ეს უკვე წარსულისკენ, მაგრამ ერთეული ინციდენტები ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მთლიანად გადაშლის თავისი ისტორიის ყველაზე უარყოფით გვერდს, რასაც ჰქვია სამოქალაქო დაპირისპირებები, კონფრონტაცია ადამიანებს შორის, გაერთიანდება ერთ მუშტად, შეკრებს ყველა იმ დადებით ენერგიას , რომელიც თითოეულ ჩვენგანში, აი, აქ მდგომ ადამიანებში არსებობს და მიმართავს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი პარლამენტი გვეყოლება ჩვენ 2016-დან 2020 წლამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც გურჯაანელების ინტერესს წარმოადგეს მომავალ პარლამენტში, იქნება სწორედ ასეთი კაცი - ეს არის დავით სონღულაშვილი. მივესალმოთ და აუცილებლად მხარი დავუჭიროთ მას, რათა ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, გახდეს რეალობა ქვეყანაში",-განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომრემ.

მისივე თქმით, მთავრობას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან და საკანონმდებლო ორგანაში აუცილებელია ისეთი კვალიფიციური ადამიანების მოსვლა, როგორიც დავით სონღულაშვილია.

"მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელი ნამდვილად. ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ თავის გამოცდილებას და, რაც მთავარია, უამრავ პოზიტიურ, დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესების საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ოთხი წლის თავზე თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ.

"ჩვენ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ზუსტი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს ამისათვის. ინფრატსრუქტურული განვითარების გეგმა უკვე მზად არის. კიდევ ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება დამატებით, გარდა იმისა, რაც დღეს იხარჯება ბიუჯეტით ქვეყნის სივრცით განვითრებაზე, კეთილმოწყობაზე, სატრანზიტო გზების, ტურისტული გზების მშენებლობაზე, გურჯაანი, როგორც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, სატრანზიტო ადგილი, დაიბრუნებს თავის ფუნქციას. ტრანზიტი არ იქნება მხოლოდ სარფიდან წითელი ხიდისკენ და სადახლოსკენ მიმავალი გზა, არამედ ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან კახეთის გავლით, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზაც; ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე ავტობანის აშენება, ქუთაისის ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზები; ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც გააორმაგებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს; ეს იქნება აუცილებლად მოდერნიზებული რკინიგზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გადაიყვანს მგზავრებს და ტვირთების გადაზიდვას მოახდენს; ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროების, თუ საშუალო სასტუმროების ქსელების განვითარება, რომელიც ქვეყანაში ტურიზმს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს; ეს იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, გაერთიანება, ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, გაერთიანებული, ძლიერი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალი, ადამიანის სიყვარულით აშენებული ქვეყანა. ამას გპირდებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა",-განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიების გაერთიანებით მივაღწევთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს.

"არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში. ჩვენ ისე მივაღწევთ ყველაფერს ამას, რომ ადამიანების ზურგზე არ გადავივლით, ღირსებას არ გავთელავთ, ქართველ კაცს შევუნარჩუნებთ იმ საუკეთესო თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ისტორიულად - ერთმანეთის გატანა, მეტი სიყვარული, მეტი სითბო. ამის პირობას გაძლევთ. ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, როცა დაზაფრულ, ბავშვების დამწუხრებულ სახეებს ვუყურებთ. ამის გაგრძელების რესურსი ქვეყანას აღარ გააჩნია. დღეს უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი შვილები უნდა გავაცინოთ, უკეთესი ქვეყნის მომავლით ავავსოთ მათი გულები, მათი გონება. სწორედ ასე, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიებისს გაერთიანებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს სხვანაირად არ შეიძლება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გურჯაანის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ საზოგადოების ერთიანობითა და "ქართული ოცნების" გამარჯვებით, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაგრძელდება.

"მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წლიდან დავიწყეთ, თუმცა დამეთახმებით იმაში, რომ ბრძოლა დემოკრატიისთვის ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასალახი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს სრულიად საქართველომ გააკეთა, ასევე არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით, ჩვენ მოვახერხებთ 8 ოქტომბერს გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვება. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან ერთად დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება,როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებული იყო თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე როგორი შანტაჟი მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით ეს ყველაფერი ღირსეულად თავაწეულებმა გამოვიარეთ და არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით მივაღწიეთ გამარჯვებას",-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსის თქმითვე, "ქართული ოცნების" გუნდს მომავალი ოთხი წლისთვის მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგემა აქვს.

"ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, დარგების მიხედვით ბევრი გაკეთდა. ასევე კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილნი ვართ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონებში, ქალაქებში,სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და გარწმუნებთ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრობლემების მოგვარების. ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას,გთხოვოთ ყველას რომ 8 ოქტომბერს დავირაზმოთ ყველანი და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, მივიღოთ გადაწყვეტილება,ვის ვანდობთ ხვალ ჩვენს ქვეყანას,ჩვენს სამშობლოს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს,ეს არის თავისუფლება რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენს ბრძოლით მონაპოვარს ვერავინ ვერ წაგვართმევს. პარტია "ქართული ოცნება" იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. რაც მთავარია, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველების შემცირება,შესაძლებელი იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა, თითოეულ ჩვენთაგანში უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით თქვენთან ერთად კეთილდღეობას მიიღებას მიიღებს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას რასაც პარტია "ქართული ოცნების " ჰქვია",-განაცხადა კახა კალაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო გურჯანელებო, ბატონო პრემიერო, ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. ყოველ ნაბიჯზე, ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. დღეს კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ის გეგმები, ის დაპირება, რაც უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში გურჯაანში და მთელს საქართველოში. "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, სწრაფი განვითარება, რომელიც გურჯაანს კეთილდღეობამდე მიიყვანს. ამიტომ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ამიტომ, კანონზომიერია ჩვენი წინსვლა და საქართველოს განვითარება. ამიტომ, გურჯაანი ირჩევს "ქართულ ოცნებას". მე გურჯაანელების იმედი მაქვს, ისევე, როგორც თქვენ გეიმედებით. მე მჯერა თქვენი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",-დასძინა დავით სონღულაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული
უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს შესთავაზებს
საერთო საცხოვრებლის სერვისს.
10:53 / 08.08.2022
სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს შესთავაზებს საერთო საცხოვრებლის სერვისს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მუდმივ განვითარებაზე
ორიენტირებული უნივერსიტეტია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსით,
თანამედროვე აკადემიური პროგრამებითა და განვითარებული სტუდენტური
სერვისებით.
11:19 / 27.07.2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსით, თანამედროვე აკადემიური პროგრამებითა და განვითარებული სტუდენტური სერვისებით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.