რეკლამა
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორისთვის წყალტუბოს შესახებ სამოქმედო გეგმის გაცნობა და გამარჯვების შემთხვევაში სამომავალო თანამშრომლობის გზების განხილვა იყო. "არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და თანამონაწილეობა ქალაქის ხვალინდელი დღისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა, რომ სამომავლოდაც ვითანამშრომლო და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები, ინიციატივები, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

წყალტუბოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, მნიშვნელოვანია კანდიდატთან პირისპირ შეხვედრა, საჭირო კითვების დასმა და მათზე პასუხების მოსმენა.

"როდესაც ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი ამა თუ იმ პარტიიდან იყრის კენჭს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია, გავეცნოთ მათ შეხედულებებს, მათ სამომავლო გეგმებს და გვქონდეს ურთიერთობები, ჩვენც დავსვათ ჩვენი შეკითხვები და მოვისმინოთ მათგან პასუხები", -აღნიშნა წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ლალი გრიგოლავამ.

შეხვედრაზე კანდიდატმა არასამთავრობო სექტორს მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპის ცხრილი გააცნო. მეტი ღიაობისთვის ცოტნე ზურაბიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრებზე დასწრება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპს 25 სექტემბერიდან განაახლებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.