რეკლამა
ოთარ დანელიამ მარტვილში მინი-ფეხბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა (R)
FaceBook
მარტვილში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას ინიციატივითა და მარტვილის შტაბის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში მიმდინარე ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს "ქვედა ნაგვაზაოსა" და "მარტვილის ცენტრის" გუნდები შეხვდნენ. გათამაშდა სამი ადგილი, მესამე ადგილზე გავიდა "ბანძა", მეორე ადგილი "ქვედა ნაგვაზაოს" ერგო, ხოლო გამარჯვება "მარტვილის ცენტრმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ოთარ დანელიამ "ქართული ოცნების" გარდამავალი თასი გადასცა.

"მისასალმებელია ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ისინი აქტიური სპორტული ცხოვრებით არიან დაკავებულები და მხარდაჭერა სჭირდებათ. განახლებული ინფრასტუქტურა, კეთილმოწყობილი საწვრთნელი ბაზები ადგილობრივ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სპორტით დაკავდნენ. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

აღნიშნულ ტურნირში მარტვილის მუნიციპალიტეტის 24 სოფლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ჯამში 220-მა მოყვარულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.