რეკლამა
მუხრან ვახტანგაძე – თქვენთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვას (R)
FaceBook
“2 კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენ კი თქვენთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვას, რათა თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“.

ამ სიტყვებით მიმართა მორიგ შეხვედრაზე 70-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ პეტრე იბერის ქუჩის ამომრჩევლებს.

შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო, პასუხები გასცა მათ მიერ დასმულ კითხვებს და შესაძლებლობის ფარგლებში ამომრჩევლებს დაპირდა არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.

“ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი:

განათლება და მეცნიერება

• 2017 წლიდან დაინერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები;

• მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 2017 წლიდან 800 ლარზე მეტი გახდება;

• ამაღლდება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი, სასკოლო განათლების პროცესში

საკუთარ პროფესიებში წარმატებული ადამიანები ჩაერთვებიან;

• დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

• ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის გახსნით საქართველოში საერთაშორისო ხარისხის განათლების მიღება გახდება შესაძლებელი, რაც სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს;

• გამოყენებითი მეცნიერება ხელმისაწვდომი გახდება ყველა სამეწარმეო სუბიექტისა და ახალი იდეებისთვის. ამ მიზნით 42 კვლევითი ინსტიტუტი დამატებით 50 მილიონი ლარით დაფინანსდება.
სპორტი
• სახელმწიფო სპორტს კიდევ უფრო მეტად დააფინანსებს;

• დამტკიცდება მაღალმთიან დასახლებებში სპორტში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა;

• სათანადოდ მომზადებული პროფესიული კადრებით ქვეყნის უზრუნველსაყოფად განხორციელდება სპორტის უნივერსიტეტის რეფორმა;

• თელავში, გორში, რუსთავსა და ბათუმში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სპორტის სასახლეები, თბილისსა და ქუთაისში კი - საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის 20 ახალი კომბინირებული მოედანი;

• თბილისში ჭიდაობის სასახლე და სპორტსმენთა რეაბილიტაციის ცენტრი აშენდება; • ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები;

• მომდევნო 5 წლის განმავლობაში 265 მლნ ლარით დაფინანსდებიან საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა დონის საფეხბურთო გუნდები;

• ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან კოორდინაციით შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც, ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებას განაპირობებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია , რომელმაც ამომრჩევლებს პროგრამის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, რაც ქვეყნის განვითარებისათვის ერთობ მნიშვნელოვანია, კერძოდ: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა, ადამიანი და დემოკრატიული განვითარება.
თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.