რეკლამა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებები (R)
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარტიის წევრები აფასებენ

თამარ ჩუგოშვილი: პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაეროში. ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში, პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აი ამ აბრეშუმის გზის ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაეროს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩემის აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ -მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის არამედ სრულფასოვანი მონაწილე საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინა სააერჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.