რეკლამა
იოსებ მაკრახიძე - "დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა" (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ვერხვების , წმინდაწყლისა და ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები გააცნო. "2012-2016 წლებში საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული განვითარების ყველა მიმართულებით.

უზრუნველყოფილია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები: "ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება", -აღნიშნა მაკრახიძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემა. გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა.

სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

"ჩვენი ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის დაცვის მთავარი პრინციპებია სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა, დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების გარანტი", - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.